ტრენინგის რეფლექსია
დღე 1.
დღეს ვისწავლეთ
ინტელის პროექტის შექმნა, ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო პროექტში გამოყენება, პროექტის შაბლონს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
ინტელის პროექტის შექმნა, ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო პროექტში გამოყენება, პროექტის შაბლონს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
დღე 2.
დღევანდელ ტრენინგზე გავიხსენეთ წინარე ცოდნა, გავეცანით თუ როგორ შევქმნათ ბუკლეტები. დავგეგმე, დავაკაბადონე და გავაკეთე ბუკლეტი. ვისწავლე პროექტის დაგეგმარება.
დღე 3.
დღეს ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და შინაარსი. გავეცანით პროექტის შექმნის ეტაპებს, შევურჩიე პროექტს სათაური, ჩავსვი ეროვნული სასწავლო გეგმა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ასევე ვისწავლე ბუკლეტის მომზადება და გაფორმება. ყველა საკითხი იყო გასაგები და ნათელი.
დღე 4.
გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხები, მისალმება, წინა დღის გახსენება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმების განხილვა. დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა. მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა. შეფასების დაგეგმვა. შეფასების ფორმის შექმნა (მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ჩეკლისტი).
პრეზენტაციის დაგეგმვა (რესურსებიდან - სასწავლო პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები). პროექტის პრეზენტაციის მონახაზის შექმნა. პრეზენტაციის ძირითადი ელემენტების მომზადება - PowerPoint პროგრამის ძირითადი ელემენტების გამოყენება. პრეზენტაციის დახვეწა.
დღე 5.
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას , პედაგოგიურ პრაქტიკას: სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების მიღწევას მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში. 21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევების
მიღწევას.
საავტორო უფლებებს. გავეცანით წყაროს ციტირებას. ვისწავლეთ ინტერნეტ-რესურსების მოძიება, მულტიმედია რესურსების მოძიება.გავეცანი ვებგვერდის შეფასებას, ონლაინ
კომუნიკაციის საშუალებებს. საპროექტო თემისთვის გამოყენებული საკომუნიკაციო საშუალებების განხილვას. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტებში ინტერნეტის გამოყენებას. დავგეგმეთ პროექტის ჩარჩო. მოხდა დაკავშირება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის კითხვებთან, მიზნებთან და 21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევებთან, შევარჩიეთ სასწავლო მიზნის
შესაბამისი ინსტრუმენტები.
დღე 6.
ტრენინგზე წინა დღის გახენების შემდეგ ვისაუბრეთ უკუკავშირის გამოყენების შესახებ.
გავაუმჯობესეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესახებ, გაკვეთილზე გამოყენებული შეფასების პროცესის
რეფლექსიის მნიშვნელობაზე.
გავეცანით შეფასების გეგმას. დავგეგემეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების პროცესი. გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს.
დღე 7.
გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს და გავიზიარეთ სწავლის გაცნობილი საკითხები. გავიაზრეთ სწავლის პროცესის დიფერენცირების აუცილებლობა. ვიმუშავეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკებზე. შევქმნეით რესურსები მოსწავლეებისთვის. შეფასების გეგმის შედგენა თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისთვის.
მიღებულ ცოდნას აუცილენლდ გამოვიყენებ პროფესიულ საქმიანობაში.
დღე 8.
წინა დღის გახსენების შემდეგ გავეცანით ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებს; ფასილიტაციის რესურსების შემუშავებას და მასალების შექმნას. დავასრულეთ სასწავლო პროცედურების აღწერა.
ვიმსჯელეთ წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე. დღე იყო ნაყოფიერი.
დღე 9.
წინა დღის გახსენების შემდეგ გადავხედეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს. მოვახდინეთ სასწავლო პროექტების პრეზენტაცია. მსმენელებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის პორტფოლიოები. შევაფასეთ სატრენინგო კურსი. შევაჯამეთ ტრენინგის მუშაობა.
მიღებულ ცოდანას და პრაქტიკულ გამოცდილებას აუცილებალდ გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
მეტად საჭირო და საინტერესო ტრენინგი იყო. მადლობა.
Комментарии
Отправить комментарий